2015-2018 წლებში გაცემული ბინადრობის ნებართვების ყველაზე დიდი წილი შრომით და სასწავლო ბინადრობის ნებართვებზე მოდის. ამის შესახებ მიგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საქართველოს 2019 წლის მიგრაციის პროფილშია“ აღნიშნული.
ამავე მონაცემების მიხედვით, 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სასწავლო და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების რაოდენობა და შემცირდა შრომითი ბინადრობის ნებართვები. ამასთან, 2015 წლის შემდეგ ასევე შემცირებულია მუდმივი ცხოვრების და საქართველოს ყოფილი მოქალაქის ბინადრობის ნებართვების რაოდენობაც.
რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზებს, რის გამოც უცხოელები საქართველოში 2018 წელს ჩამოვიდნენ, შემდეგია:
ამასთან, 2018 წელს ქვეყანაში საქართველოს 119 ყოფილი მოქალაქე ჩამოვიდა.
რაც შეეხება 2017 წელს, დასაქმების მიზნით 9,765 მოქალაქე ჩამოვიდა, სასწავლო დანიშნულებით - 4,138, ოჯახის გაერთიანების მიზნით -2,190, საინვესტიციო - 88, მუდმივი ცხოვრების -1,537, სპეციალური - 415, ხოლო მოკლევადიანით - 977 უცხოელი. 222 ადამიანი კი, რომელმაც ქვეყანაში ბინადრობის უფლება მიიღო, საქართველოს ყოფილი მოქალაქე იყო.