მსოფლიოში მილიარდელების საერთო ქონება შემცირდა

მსოფლიოში მილიარდელების ფინანსური მდგომარეობა 2018 წელს 388 მლრდ დოლარით, ანუ 4,3%-ით შემცირდა და 8,5 ტრილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის UBS, საკონსულტაციო კომპანიის PwC ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების მიხედვით, გლობალური პოლიტიკის გაურკვევლობა და აშშ-ჩინეთს შორის არსებული დაძაბული ვითარება ყველაზე მეტად კერძო ბანკებმა იგრძნეს.

„მილიარდელების ქონება 2018 წელს, 2008 წლის შემდეგ პირველად შემცირდა. ამის მიზეზი კი გეოპოლიტიკური ვითარებაა“- აღნიშნა UBS ბანკის Vip კლიენტების განყოფილების მენეჯერმა ჯოზეფ სტადლერმა, რომლის კომენტარსაც „როიტერი“ ავრცელებს.

ამავე ანგარიშის მიხედვით, მილიარდელების ფინანსური მდგომარეობა განსაკუთრებით ჩინეთში შემცირდა. კერძოდ, 2018 წელს ჩინეთში მილიარდელთა რაოდენობამ 8%-ით იკლო და 436 ადამიანით განისაზღვრა. რაც შეეხება მათ ქონებას, 6%-ით შემცირდა და 1,38 ტრილიონი შეადგინა.

აზიაში მილიარდელთა რიცხვი 7%-ით არის შემცირებული, მათი ქონება კი 5%-ით. ანგარიშის თანახმად, ამჟამად აზიაში 754 მილიარდელია, რომელთა ქონება 2,5 ტრილიონს შეადგენს.

რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, აქ მილიარდელთა რიცხვი 2018 წელს 4,8%-ით გაიზარდა და 749 ადამიანი შედაგინა. თუმცა, მათი ზოგადი ქონებრივი მდგომარეობა თითქმის, არ შეცვლილა და 3,6 ტრილიონი ლარით განისაზღვრა.

2018 წელს დასაველთ ევროპაში მილიარდელთა რიცხვმა 397 ადამიანი შეადგინა. ეს მაშინ, როდესაც 2017 წელს 414 იყო. თუმცა, მათი ფინანსური მდგომარეობა 19%-ით გაიზარდა და 1,7 ტრილიონი შეადგინა.

1 წლის განმავლობაში მილიარდელების საერთო რაოდენობა 3%-თ შემცირდა რუსეთშიც და 98 ადამიანით განისაზღვრა. მათი ფინანსური მდგომარეობა კი 2,9%-ით შემციდა 421 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ UBS ბანკმა 43 ქვეყნის 2101 მილიარდელის ფინანსური მდგომარეობა შეისწავლა.

ნინი ქეთელაური