საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სამტრედიაში, სასათბურე მეურნეობა „იმერეთი გრინერში“ მოძრაობის კიდევ 12 ახალი წევრი წარადგინა.
„ლელოს“ ახალი წევრები არიან:
1.ფრიდონ გაფრინდაშვილი - ელექტრო ინჟინერი. სოფლის მეურნეობის ინჟინრის მაგისტრის ხარისხი მიიღო შტუტგარტში, ჰოჰენჰეიმის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე სოფლის მეურნეობის სფეროში. ამჟამად გერმანული კომპანიის ექსპორტის მენეჯერია.
2.მიტროფანე სტურუა - იურისტი. ადვოკატი. სხვადასხვა დროს იყო პროკურორი, მოსამართლე და რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე. 2005 წლიდან ადვოკატია. მოგებული აქვს სასამართლო პროცესი სტრასბურგის სასამართლოში.
3.მანანა ბანძელაძე - ფილოსოფიის მეცნიერებათ ადოქტორი. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. არის 7 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოს ავტორი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ათეული სამეცნიერონა შრომი.
4.დავით ჩხეიძე - პროფესიით ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე. მუშაობდა სხვადასხვა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციაში, მათ შორის ადამიანთა უფლებების დაცვის მიმართულებით. ამჟამად არის ერთ-ერთი კერძო კომპანიის მენეჯერი.
5.თამარ წამალაიძე - ფსიქოლოგი. აქვს არაფორმალურ ახალგაზრდულ პროგრამებზე მუშაობის გამოცდილება ბრიტანეთსა და შვეიცარიაში. არის საქართველოს სკაუტური ორგანიზაციის წევრი ქოუჩი.
6.გია პატარიძე - საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალისტი. ქიმიკოსი. შპს „ზეკარისწყაროების“ დირექტორი.
7.გიორგი მახარაძე - იურისტი. ადვოკატი. სისხლის სამართლის მაგისტრი. ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული საკითხების მიმოხილვის პროექტის ხელმძღვანელი.
8.ნათია ხელაია - საბანკო საქმისა და ფინანსების სპეციალისტი. ბიზნესის განვითარების მიმართულებით განათლება მიღებული აქვს მაასტრიხის უნივერსიტეტში. აქვს ფინანსურ სფეროში 15 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციებზე.
9. გიორგი ბაკაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიო პოლიტიკის მაგისტრი. ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის კომერციული დირექტორი.
10. პაატა დარახველიძე - იურისტი. განათლება მიღებული აქვს გერმანიაში, ზაარბრუკენის უნივერსიტეტში. წლების განმავლობაში მუშაობდა როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სტრუქტურებში ხელმძღვანელ პოზიციებზე
11. ლილე მაღლაფერიძე - ეკონომიკის მაგისტრი, საბანკო სექტორში 12 წლიანი გამოცდილებით. სტარტაპ-საქართველოს გამარჯვებული მაღალტექნოლოგიური იდეის განვითარების პროექტით.
12. დიმიტრი აბაშიძე - ინჟინერი და ეკონომისტი. აქვს საბანკო სექტორში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება. სტარტაპ კომპანიის. „თი-თი-ემ“ ჯგუფის თანადამფუძნებელი და ფინანსური მენეჯერი. ეს არის სტარტაპი, რომელმაც შექმნა სიჩქარის შემზღუდავი მოწყობილობა.