ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსთვის ნაჩუქარი „ბლექ სი არენა“  ზარალზე მუშაობს

შპს „ბლექ სი არენამ“ 2018 ზარალით დაასრულა.

ამის შესახებ საკონცერტო დარბაზის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა.

უფრო დეტალურად კი, როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ბლექსის“ „ბლექ სი არენას“ შემოსავალმა 9,552,160 შეადგინა, საიდანაც

7,755,629 ლარი სუბსიდიებიდან (სახელმწიფო) მიღებული შემოსავალი იყო. კომერციული საქმიანობიდან კი „ბლექსიმ“ 1,791,062 ლარის შემოსავალი მიიღო. ამასთან, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საკონცერტო დარბაზი საანგარიშო პერიოდში 57,749,729 ლარის აქტივებს ფლობდა.

რაც შეეხება ხარჯებს, არტისტების და სხვა საკონცერტო მომსახურების ხარჯმა გასულ წელს - 4,186,927 ლარი; შრომის ანაზღაურებაზე - 2,919,892; საგადასახადო ხარჯმა კი - 638,629 ლარი შეადგინა. ამასთან, „ბლექ სი არენას“ წლიური წარალი 4,428,772 ლარი იყო.

შეგახსენებთ, რომ შპს „ბლექ სი არენა ჯორჯია“ ოზურგეთის რაიონის, სოფელ ნატანებში (შეკვეთილი), 2016 წლის 15 ივლისს დაფუძნდა. ის ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია საქართველოში და მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება კულტურის, ხელოვნებისა და გართობის ინდუსტრიის სფეროში საქმიანობაა.

ცნობისთვის, დარბაზის მშენებლობა 2008 წელს ფონდ „ქართუს“ ინიციატივით დაიწყო და მასში ფონდმა დაახლოებით, 115 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. მშენებლობის დასრულების შემდეგ კი, 2016 წლის 10 ივლისს არენა ფონდმა უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში შპს „ბლექ სი არენა“ მთავრობის გადაწყვეტილებით, მართვის უფლებით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაეცა.

თაია არდოტელი