Saudi Aramco აქციების ფასს 5 დეკემბერს დაასახელებს

Saudi Aramco-ს აქციების ფასი 5 დეკემბერს გახდება ცნობილი.

კომპანიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ასევე წერია, რომ სწორედ ამ დღეს გახდება ცნობილი, რა მოცულობის აქციებს განათავსებს კომპანია ბირჟაზე გასაყიდად. როგორც ცნობილია, წესების მიხედვით კომპანია პირველადი განთავსების შემდეგ აქციების დამატება მომდევნო 6 თვის განმავლობაში არ შეუძლია. ამასთან, მის აქციონერს, ანუ სახელმწიფოს არ ექნება უფლება პირველი ლისტინგიდან 12 თვის განმავლობაში დამატებით გაყიდოს აქციები. აქვე დაზუსტებულია, რომ საცალო ინვესტორების მიერ შესასყიდი აქციების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აქციების 0,5%-ს, ხოლო ინსტიტუციონალური ინვესტორებისთვის ლიმიტს კომპანია განსაზღვრავს.

როგორც მოსალოდნელია, Saudi Aramco გახდება მსოლფიოში ყველაზე დიდი კაპიტალის მქონე კომპანია, რომლის შეფასება ნავარაუდევია 1,5 ტრილიონ დოლარად.

კოკა კვირკველია