ოქტომბერში ავტომობილების პრემიუმ სეგმენტში ლიდერი უცვლელი დარჩა

პრემიუმ კლასის ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიებმა ოქტომბრის გლობალური გაყიდვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს. როგორც მსოფლიოს „დიდი სამეულის“ Mercedes-Benz, BMW და Audi-ის მიერ გავრცელებული ანგარიშებიდან ირკვევა, ლიდერობას კვლავ ინარჩუნებს Mercedes-Benz. რომელიც მიმდინარე წლის პირველი 10 თვის მონაცემებითაც უპირობო ლიდერია ამ სეგმენტში.

Mercedes-Benz-მა ოქტომბერში 199 293 მსუბუქი ავტომობილი გაყიდა, ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4,9% შეადგინა. მიმდინარე წლის მაჩვენებელი კი ამ პერიოდის განმავლობაში 1 924 536 ავტომობილია, ზრდა 1%.

მეორე ადგილოსანმა BMW ოქტომბერში 176 291 ავტომობილი გაყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე +3%-ით მეტია, 10 თვეში კი კომპანიას გაყიდული აქვს 1 777 691 ავტომობილი, რაც +2.3%-ია.

სამეულის მესამე წარმომადგენელს Audi-ს ასევე გაეზარდა გაყიდვები და 149 150 შეადგინა (+26.8%), ხოლო წლის განმავლობაში რეალიზაციის მაჩვენებელმა შეადგინა 1 506 250( -1.2%).

კოკა კვირკველია