Audi სლოგანს შეიცვლის

საავტომობილო ბრენდმა Audi-მ ახალი მარკეტინგული კამპანიისთვის ჰოლანდიური სააგენტო 72andSunny დაიქირავა.

კამპანიის ფარგლებში, რომელიც 2020 წელს დაიწყება, დაგეგმილია კომპანისი ძველი სლოგანის «Vorsprung durch Technik» («პროგრესი ტექნოლოგიით») გადახედვაც, რომელიც ბრენდმა პირველად 1971 წელს გამოიყენა. როგორც ჩანს, კომპანიამ წლების განმავლობაში მიზნებიც შეიცვალა, ახლა მის პრიორიტეტად არამხოლოდ ტექნიკური სიახლეები რჩება, არამედ მომხმარებელთა კომფორტიც.

ამ დროისთვის უცნობია ახალი კამპანია მოიცავს თუ არა შტატებს, სადაც ამჟამად კომპანია სლოგანის გარეშე რეკლამირდება. მან 2007 წელს ამერიკის ბაზარზე გამოიყენა სლოგანი Truth In Engineering «სიმართლე — ტექნიკაშია», თუცმა მასზე უარის თქმამ მოუწია ცნობილი დიზელგეიტის სკანდალის შემდეგ.

კოკა კვირკველია