Adidas-ი სპორტულ ფეხსაცმელს კოსმოსში გაუშვებს

სპორტული სამოსის მწარმოებელი გერმანულია კომპანია Adidas-ი და ამერიკის ნაციონალური ლაბორატორია საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მრავალწლიან პარტნიორობაზე შთანხმდნენ. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სადგურზე აპირებს კომპანია გამოსცადოს, თუ როგორ მოქმედებს უწონადობა სხვადასხვა მასალებზე.

2020 წელს Adidas-ი ორბიტაზე აპირებს გაიტანოს სპორტული ფეხსაცმელი, რათა დაადგინოს იკროგრავიტაციის ზეგავლენა. ლაბორატორიის თანამშრომლები შეაფასებენ, არის თუ არა შესაძლებელი ფეხსაცმლის ძირების გამაგრება სხვადასხვა მასალებით. ლაბორატორიული კვლევის შედეგები საფუძვლად დაედება მოდელებს FUTURECRAFT.LOOP, რომელიც გადამუშავებული მასალებისგან იქმნება.

კომპანიამ ცოტა ხნის წინ კომსოსში უკვე გააგზავნა რამდენიმე საფეხბურთო ბურთი. SpaceX -ის მისიამ CRS-18 შეისწავლა, თუ როგორ მოქმედებს ინვენტარი თავისუფალი ფრენის პირობებში.

კოკა კვირკველია