გამოცემა CNN გთავაზობთ 10 ქალაქს მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ზამთრის არდადეგების გატარებას საუკეთესოდ შეძლებთ.
1. პრაღა, ჩეხეთი
ზამთრის არდადეგების განსაკუთრებულად გასატარებლად ჩეხეთის დედაქალაქი პრაღა ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. ზამთარში აქ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი საშობაო ბაზრობა იმართება. ქალაქის ქუჩებში უამრავ გასართობსა და ღონისძიებას შეხვდებით.
2. ზალცბურგი, ავსტრია
ზალცბურგში ზამთრის არდადეგების გასატარებლად ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ჩადის. აქ თქვენ შეგიძლიათ ცნობილ საშობაო ღონისძიებას „ჩუმ ღამეებს“ დაესწროთ, რომელიც 1818 წლიდან იმართება. ამასთანავე, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს ციხესიმაგრეში ყოველწლიურად ეწყობა საშობაო ბაზრობა.
3. ტრომსო, ნორვეგია
ქალაქი ტრომსო ნორვეგიის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და მას ხშირად არქტიკის დედაქლაქსაც უწოდებენ. ზამთრის პერიოდში ქალაქი თითქმის მთლიანად თოვლით იფარება. აქ თქვენ შეგიძლიათ ჩრდილოეთის ნათების ყურებით დატკბეთ. ამასთანავე, ტრომსოში ათობით საინტერესო მუზეუმი მდებაროებს.
4. ამსტერდამი, ჰოლანდია
თუ ამსტერდამის მონახულება გსურთ, სჯობს მას ზამთრის პერიოდში ესტუმროთ, რადგან ზაფხულის განმავლობაში აქ მილიონობით ადამიანი ჩამოდის და ქალაქში გადაადგილებაც კი რთულია. ზამთარში ამსტერდამში უამრავი სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
5. ნაგანო, იაპონია
თუ ზამთრის არდადეგების გატარება სათხილამურო კურორტზე გინდათ, მაშინ იაპონიოს ქალაქ ნაგანოს აუცილებლად უნდა ესტუმროთ. ქალაქში თხილამურებითა და ციგურებით სრიალის გარდა, თქვენ ასევე შეხვდებით ბუნებრივაც ცხელ თერმულ წყლებს. ნაგანოში იაპონიის ერთ-ერთი უძველესი ზენკო-ძის ტაძარი მდებარეობს, რომელიც მე-7 საუკუნეში აშენდა.
6. რეიკიავიკი, ისლანდია
რეიკიავიკი ევროპის ყველაზე ცივი დედაქალაქია, თუმცა მიუხედავად დაბალი ტემპერატურისა, თქვენ აქ უამრავი გასართობის ნახვას შეძლებთ. ზამთარში აქ ტრადიციული ფერების ფესტივალი იმართება, რომლის ნახვასაც აქ ჩრდილოეთის ნათებასთან ერთად შეხლებთ. ამასთანავე, რეიკიავიკთან ახლოს ბევრი გეიზერია, რომლებიც ადგილობრივებისა და ტურისტების საყვარელ გასართობს წარმოადგენს.
7. ბერლინი, გერმანია
ზამთრის არდადეგების გერმანიის დედაქალაქ ბერლინში გატარება საუკეთესოა მათთვის, ვისაც აქტიური დასვენება და გართობა სურს. ზამთრის პერიოდში აქ მთელი მსოფლიოდან უამრავი ახალგაზრდა ჩამოდის. ამასთანავე ბერლინში მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ზამთრის ბაზრომა იმართება, სადაც ფაქტობრივად, ყველაფრის პოვნას შეძლებთ.
8. ოტავა, კანადა
ოტავაში ყოველწლიურად მსოფლიოში ყველაზე დიდი Winterlude ფესტივალი იმართება, სადაც ყინულისგან დამზადებული ქანდაკებებია გამოფენილი. ამასთანავე ქალაქში კონცერტები და სხვადასხვა შოუები იმართება.
9. ვაშინგტონი, აშშ
თუ ზამთრის არდადეგების გატარებას ვაშინგტონში გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა ნახოთ ქალაქის მთავარი და ყველაზე მაღალი ნაძვის ხე, რომელსაც აშშ-ს ნორვეგია ტრადიციულად ყოველ წელს ჩუქნის. ამასთანავე, ვაშინტონის ზოოპარკში სპეციალური შოუ "ZooLights” ეწყობა, რა დროსაც ზოოპარკი სტუმრებისთვის ჩვეულებრივზე დიდი ხნით იღება.
10. ედინბურგი, შოტლანდია
თუ არდადეგების დროს ისტორიული შენობების მონახულება გსურთ, მაშინ ედინბურგს აუცილებლად უნდა ეწვიოთ,სადაც ქალაქის ისტორიულ ნაწილში უამრავი ვიწრო ქუჩა, ციხესიმაგრე და ბაღია. ქალაქი განსაკუთრებით ლამაზი ზამთარშია, წელიწადის ამ დროს ის როგორც წესი თოვლითაა დაფარული.