მიმდინარე წლის მესამე კვარტლის მონაცემების მიხედვით, სმარტფონების გაყიდვების მსოფლიო ბაზარზე ლიდერი ბრენდია Samsung-ი. აღნიშნულის შესახებ კვლევას ანალიტიკური კომპანია International Data Corporation (IDC) ავრცელებს.
წარმოგიდგენთ ტოპ-5 კომპანიას, რომლებმაც მესამე კვარტალში ყველაზე მეტი სმარტფონი გაყიდეს.
1. Samsung
სამხრეთ-კორეული კომპანია მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, როგორც მეორე კვარტალში, ლიდერია სმარტფონების გაყიდვების მიხედვით. კომპანიამ საანგარიშო პერიოდში - 78,2 მილიონი სმარტფონი გაყიდა. მისი წილი სმარტფონების ბაზარზე 21,8% -ია.
2. Huawei
ჩინურმა ბრენდმა მეორე ადგილი დაიკავა და მან ამ საანგარიშო პერიოდში 66,6 მილიონი მოწყობილობა გაყიდა, მისი წილი ბაზარზე 18,6%-ია.
3. Apple
ამერიკული კორპორაცია Apple რეიტინგში მესამე ადგილზეა, 46,6 მილიონით, მისი წილი კი შეადგენს 13%-ს.
4. OPPO
კომპანიამ OPPO საკუთარი ბრენდის ქვეშ გამოცემული სმარტფონების გაყიდვები გაზარდა და 31,2 მილიონის რეალიზება მოახერხა. მისი წილი სმარტფონების გაყიდვების ბაზარზე 8,7%-ია.
5. Xiaomi
კომპანია Xiaomi-ის კი გაყიდვები შეუმცირდა, მან მხოლოდ 32,7 მილიონის რეალიზება მოახერხა მესამე კვარტალში. ამ ბრენდის სმარტფონების წილი კი ბაზარზე 9,1%-ს შეადგენს.