"წყალტუბოში ჩვენ უკვე ვაშენებთ საცხოვრებელ სახლებს დევნილებისთვის, რომლებიც 700-ზე მეტი ოჯახისთვისაა განკუთვნილი"

ჩვენ უკვე ვაშენებთ საცხოვრებელ სახლებს დევნილებისთვის, რომლებიც 700-ზე მეტი ოჯახისთვის არის განკუთვნილი, - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც წყალტუბოს განვითრების პროექტის საჯარო განხილვა დაიწყო.

მინისტრმა პრესკონფერენციაზე დევნილებისთვის განკუთვნილ საცხოვრებელ სახლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წყალტუბოში უკვე მიმდინარეობს სახლების შენება, რომელიც 2021 წელს დასრულდება.

„წყალტუბოში ამ ეტაპზე ვასრულებთ კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მოწყობას, თუმცა ჯერ კიდევ გასაკეთებელი გვაქვს საკანალიზაციო ქსელი მთლიან კურორტზე. სამუშაოზე, რომელიც ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის მიმართულებით შესრულდა სხვადასხვა პერიოდში დაახლოებით 40 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, თუმცა გარკვეული სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს. კერძოდ, შადრევნის მოწყობა. ჩვენ უკვე ვაშენებთ საცხოვრებელ სახლებს დევნილებისთვის რომლებიც 700-ზე მეტი ოჯახისთვის არის განკუთვნილი. მათი დასრულება განსაზღვრულია მომავალ წელს. შესაბამისად, ამ ნაწილში უკვე იდება ინვესტიცია, რომ აღნიშნული პრობლემა მალე მოგვარდეს. 2021 წელს გვექნება შესაძლებლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ეტაპზე არიან სასტუმროებში განთავსებული, შევთავაზოთ საცხოვრებელი სახლები, რომ ეს პრობლემა არ დავუტოვოთ ბიზნესს და იყოს სახელმწიფოს ტვირთი“, -განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.