„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოვუწოდებდი, ინვესტორების მოძიებაზე უფრო აქტიურად გააგრძელონ მუშაობა, - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას, ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური დირექტორის ლევან ახვლედიანის განცხადებას, სადაც ის საუბრობდა, რომ იმ შემთხვევაში თუ არბიტრაჟში გადავა დავა, სახელმწიფო სხვა ინვესტორებს ვერ შემოიყვანს.
მისივე თქმით, სჯობს, კონსორციუმმა ღია საკითხები მოაგვაროს.
„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ მოვუწოდებდი, უფრო აქტიურად გააგრძელონ მუშაობა, როგორც ინვესტორების მოძიებაზე, ასევე იმ ღია საკითხების მოგვარებაზე, რომელიც მათ აქვთ აღებული“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.