ევროკავშირის ახალი სანქციები დამატებით 20 კომპანიასა და 24 პირს შეეხება

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალ სანქციებში, რომელიც დღეს გამოქვეყნდება, 20 საფინანსო, თავდაცვისა და ენერგეტიკული კომპანია და 24 პირი მოხვდა, მათ შორის რუსი მაღალჩინოსნები და ოლიგარქები.

"ცენზორ.ნეტ" ამის შესახებ ევროკავშირში სანდო წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

ამ ადამიანებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალება და დაებლოკებათ აქტივები, რომლებიც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე გააჩნიათ. "ისინი არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. მათ შორის - დონბასის ე.წ. ახალი ხელმძღვანელობა, ყირიმის სამთავრობო ჩინოვნიკები, რუსეთის მაღალი თანამდებობის პირები და ოლიგარქები", - აცხადებს სააგენტოს წყარო.

გამოცემის ინფორმაციით, სხვა შეზღუდვებთან ერთად, შემოღებული იქნება აკრძალვა ნავთობმოპოვების სფეროში მომსახურებაზე და საზღვაო შელფის დაზვერვაზე. აკრძალვა გაიზრდება ორმაგი დანიშნულების ტექნოლოგიების ექსპორტზე, რომელიც სამხედრო დანიშნულებით გამოიყენება. ამ მხრივ თანამშრომლობა აიკრძალება რუსეთის 9 კომპანიასთან.

ამგვარად, ახალი სანქციების ძალაში შესვლის შედეგად, მთლიანობაში, აკრძალვა შეეხება 23 კომპანიასა და 119 პირს.