„შალაურის ღვინის მარნის“ ქვევრში დაყენებულმა 2017 წლის საფერავმა ჰონგ კონგის ღვინის და სპირტიანი სასმელების უმაღლესი კატეგორიის საერთაშორისო კონკურსზე Hong Kong International Wine@ Spirit Competition ოქროს მედალი მიიღო და დამატებით დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო „ალაფა“ (Trophy) კატეგორიაში - „საუკეთესო ღვინო საქართველოდან“.
შარშანდელ, 2018 წლის ჰონგ კონგის ამავე საერთაშორისო კონკურსზე „შალაურის ღვინის მარნის“ ტრადიციული წესით ქვევრში დაყენებულმა 2015 წლის მწვანემ ასევე ოქროს მედალი მიიღო.
ტრადიციული წესით დაყენებული ქვევრის ქართული ღვინოები სულ უფრო და უფრო დიდ აღიარებას და პოპულარობას იხვეჭს მსოფლიოში ღვინის მომხმარებლებსა და ღვინის თემაზე მომუშავე სპეციალიტებს შორის.