საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით, თბილისში, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს, 22:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე, გია გულუას ქუჩასა და ვარაზისხევში.

თბილისის მერიის ცნობით, დღესვე, 23:00 საათიდან 12 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება - ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, პეტრე ბაგრატიონის მოედნიდან - გია გულუას მოედნამდე და ჯავახეთის ქუჩაზე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

„თბილისის მერია“ მოქალაქეებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.