ბარაკ ობამას ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადებს

ამერიკის პრეზიდენტის ბარაკ ობამას განცხადებით, მისი ადმინისტრაცია დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადებს.

"ჩვენ გავაღრმავებთ და გავაფართოებთ სანქციებს ფინანსურ, ენერგეტიკულ და თავდაცვის სფეროებში. ეს ზომები გააძლიერებს რუსეთის პოლიტიკურ იზოლაციას და ეკონომიკურ ხარჯებს რუსეთისთვის, განსაკუთრებით იმ სფეროებში, რომლებიც მნიშვნელოვანია პრეზიდენტ პუტინისა და მასთან დაახლოებული პირებისთვის. ჩემი ადმინისტრაცია პარასკევს ამ ახალი სანქციების აღწერილობას წარმოადგენს", - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ 12 სექტემბრიდან რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის დამატებითი სანქციები შევა ძალაში.