ხორცისა და რძის სექტორის უვნებლობის ამერიკულ და ევროპულ რეგულაციებთან შედარებითი კვლევის შედეგები განიხილეს

საქართველოს ხორცისა და რძის სექტორის უვნებლობის, ხარისხის სტანდარტებისა და რეგულაციების ამერიკულ და ევროპულ რეგულაციებთან შედარებითი კვლევის შედეგების განხილვის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა გახსნა.

„ნებისმიერი კვლევა თავისთავად საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუ ის ქმედითი და ეფექტიანი იქნება. კონკრეტულ შემთხვევაშიც მაქვს ამის იმედი“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კვლევა ამერიკული ორგანიზაციის „Land O’Lakes Venture37“ პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ ფარგლებში განხორციელდა.

შეხვედრაზე ყურადღება საქართველოს ხორცის და რძის სექტორში არსებულ ძირითად ტენდენციებზე და რეკომენდაციებზე გამახვილდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, სამინისტროს შესაბამისი უწყებების, სამსახურების, დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.