საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „მტკვარი“, „ქუთაისის აეროპორტი“ და „თბილისის აეროპორტი“, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის ფაქტები აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგისა და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (64 აბი) ნივთიერების შემცველი მედიკამენტები, ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი (6.8 გრამი) და ნარკოტიკული საშუალებები მარიხუანა (482 გრამი) და ჰაშიში (1.10 გრამი) გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.