საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქის ნ.დ.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის დათვალიერების შედეგად, 6181.88 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს (62.6 გრამი) ნაკეთობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 6181.88 ლარის ოდენობით შეეფარდა.