ბაშარ ალ ასადის ახლო ნათესავები მოსკოვში 40 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავ ქონებას ფლობენ

სირიის პრეზიდენტის ახლო ნათესავები მოსკოვში 40 მილიონი დოლარის ღირებულების მდიდრულ აპარტამენტებს ფლობენ. ინფორმაციას ანტიკორუფციული სააგენტო Global Witness-ი ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ასადის ბიძაშვილები, მაკჰლუფები და მისი სხვა ახლო ნათესავები, რუსეთის დედაქალაქის ცენტრში, 19 უძრავ ქონებას ფლობენ. მისივე ცნობით, ბინების შესყიდვები შესაძლოა, სირიიდან მოსკოვში ფულის გათეთრების მიზნით იყო განხორციელებული.

“ფაინენშალ თაიმსთან“ ინტერვიუში, ერთ-ერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მაკჰლუფებს შესაძლოა, ქონება რუსეთში გაჰქონდეთ, რადგან „დამასკოში თავს უსაფრთხოდ არავინ გრძნობს, გარდა თავად პრეზიდენტისა“.

ცნობისთვის, დასავლეთის ქვეყნებს, ასადის ახლო ნათესავებისთვის სანქციები აქვს დაწესებული. Global Witness-ის ინფორმაციით, „რუსეთი მათთვის ალტერნატიული უსაფრთხო თავშესაფარი და პოტენციური კარიბჭეა, უფრო ფართო ფინანსურ სისტემაში შეღწევის მიზნით“.

ავტორი: ნუკა კეკელია