დამსაქმებელთა ასოციაცია და პროფკავშირების გაერთიანება შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ დისკუსიას გამართავენ

12 ნოემბერს, 16:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ მეტეხი პალასში“ სოციალურ პარტნიორებს - საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლებს შორის შრომითი საკითხებისა და მხარეების ინიციატივების შესახებ დისკუსია გაიმართება.დამსაქმებელთა ასოციაციის ცნობით, დისკუსიის მიზანია მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება და კონკრეტული შეთანხმებების მიღწევაა.

შეხვედრის შემდგომ მხარეები საზოგადოებას, ხელისუფლებას და სამმხრივ კომისიას გააცნობენ მიღწეულ შეთანხმებას შრომის კოდექსში ინიცირებულ ცვლილებებთან და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებთან დაკავშირებით.

შეხვედრას გაუძღვებიან საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან ასოციაციის წევრი კომპანიების და დარგობრივი პროფკავშირების წარმოამდგენლები. შეხვედრის ბოლოს მხარეები გააკეთებენ ერთობლივ განცხადებას მიღწეული შეთანხმებისა და მომავალში ერთობლივად გასნახილველი საქმეების შესახებ.