ორშაბათის ვაჭრობის შედეგად ოქროზე ფასი 0,2%-ით შემცირდა და ბოლო სამი თვის მინიმუმზე დაფიქსირდა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად უნცია ოქროს ფასმა 1,455.47 დოლარი შეადგინა, ბოლოს ასე დაბალი ფასი 5 აგვისტოს დაფიქსირდა, როცა უნციაზე ფასი 1,456.50 დოლარი იყო.
სპეციალისტების განცხადებით, მიუხედავად ამისა, ოქროზე პროგნოზი პოზიტიურია და აღნიშნული ვარდნა მხოლოდ ტექნიკურ ხასიათს ატარებს.
გუშინდელ ფასზე კი გავლენა კვლავ აშშ-ჩინეთს შორის არსებულმა სავაჭრო ურთიერთობებმა იქონია. უფრო კონკრეტულად კი ტრამპის ახალმა განცხადებამ, რომლის თქმითაც ჩინეთს იმაზე მეტის მიღწევა სურს მოლაპარაკებებში, ვიდრე გააკეთა.
ცნობისთვის, ოქროზე ფასმა გასულ კვირას ბოლო 3 წლის განმვლობაში ყველაზე მსხვილი ვარდნა განიცადა რა დროსაც ფასი 3,6%-ით შემცირდა.