დღეს ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშს განიხილავენ

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ”საქართველოს 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშს” განიხილავს.

საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის ინფორმაციით, კომიტეტი შემაჯამებელ სხდომას გამართავს, რომელზეც განხილული იქნება 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგები მაკროეკონომიკური მაჩვენებლების, შემოსულობების, გადასახდელებისა და ერთიან სახაზინო ანგარიშზე არსებული ნაშთის გათვალისწინებით. მათივე ინფორმაციით, კომიტეტი საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტის მთლიანობაში შესრულებაზეც იმსჯელებს.

სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობას, პარლამენტის კომიტეტები ყოველკვარტალურად განიხილავენ. შემუშავებული განრიგის მიხედვით, 

პარლამენტის ყველა კომიტეტმა სფეროების მიხედვით, უკვე განიხილა საქართველოს

2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში.

დღევანდელ შემაჯამებელ ანგარიშს საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი თაბუაშვილი წარადგენს.