უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან იუწყებიან, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე.

"2018-2019 წლის განვლილ პერიოდში, ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ჯამში - 66 488 ლარის ღირებულების პროდუქცია - ენერგეტიკული სასმელი და მოახდინა მისი რეალიზაცია აჭარის რეგიონში მდებარე სავაჭრო ობიექტებში, რითაც მიიღო დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.