უბნები, სადაც ახალაშენებული ბინები სწრაფად იყიდება - რა ღირს ფართები მშენებარე კორპუსებში

თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში ბინებზე მოთხოვნა კვლავ მზარდია.

მიუხედავად, გამკაცრებული საბანკო რეგულაციებისა, დედაქალაქის ზოგიერთ უბანში სახლები სწრაფად იყიდება. უძრავი ქონების ბაზრის სპეციალისტების თქმით, ახალაშენებულ ბინებზე გაყიდვის კუთხით, თბილისში ძირითადად ორი უბანი ლიდერობს - ცენტრალური უბნებიდან საბურთალო - გარეუბნებში კი ვარკეთილი.

რაც შეეხება ფასებს, სპეციალისტების თქმით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ერთ კვადრატული მეტრი დაახლოებით 10-15 დოლარით გაძვირდა, თუმცა საბოლოო ჯამში, საერთო სურათი მაინც არ შეცვლილა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რა ღირს თბილისში ახალაშენებული ბინები და რომელი უბანია ყველაზე მოთხოვნადი.

უძრავი ქონების პორტალ SS.ge-დან გამოთხოვილი ინფორმაციით, ფასები ასე გამოიყურება: მოცემულია 1 კვადრატული ბინის საშუალო ფასი უბნების მიხედვით.

საბურთალო

შავი კარკასი - 700-800 დოლარი

თეთრი კარკასი - 900-1100 დოლარი

გლდანი

შავი კარკასი - 400-500 დოლარი

თეთრი კარკასი - 550-600 დოლარი

ვარკეთილი

შავი კარკასი - 500 დოლარი

თეთრი კარკასი - 600 დოლარი

დიდი დიღომი

შავი კარკასი 500-550 დოლარი

თეთრი კარკასი - 550 – 600 დოლარი

დიღმის მასივი

შავი კარკასი - 600-650 დოლარი

თეთრი კარკასი - 700-750 დოლარი

ვაკე

შავი კარკასი - 800-1000 დოლარი

თეთრი კარკასი - 1300 დოლარი

როგორც უძრავი ქონების სააგენტო „კიბეს“ ხელმძღვანელი ნელი გოგუაძე „ბიზნესპრენიუსთან“ საუბრისას აცხადებს, ვარკეთილში ახალაშენებულ ბინები ძალიან სწრაფად იყიდება.

„ახალშენებულ ბინებზე შარშანდელთან შედარებით ფასები არ გაზრდილა. შესაძლოა, 10-15 დოლარით გაიზარდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილება არ ფიქსირდება.

რაც შეეხება მოთხოვნას, ცენტრალური უბნებიდან ძირითადი მოთხოვნა საბურთალოზეა. ეს რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული, ერთია - ამ უბანში უფრო მეტი შენდება, ვიდრე მაგალითად, ვერაზე და ვაკეში. მეორე მიზეზია ფასი - საბურთალოზე შედარებით დაბალია სხვა ცენტრალურ უბანთან შედარებით. რა თქმა უნდა, ვაკესაც თავისი მყიდველი ჰყავს, შესაძლოა, 2500 დოლარიც ღირდეს, მაგრამ მაინც გაიყიდოს. საშუალო ფენა საბურთალოზე ყიდულობს.

გარეუბნებიდან მოთხოვნადია და სწრაფადაც იყიდება ბინები ვარკეთილში. ფასმაც ცოტა მოიმატა, ადრე თუ 500 დოლარებში ყიდდნენ, წელს მინიმუმ 550 დოლარზე ნაკლები არ არის.

ეს ფასიც იმიტომ განსხვავდება, რომ მწვანე კარკასებს ყიდიან. მწვანე კარკასი მოთხოვნიდია იმიტომ, რომ თეთრი კარკასის შემთხვევაში ცენტრალური გათბობის გასაკეთებლად აყრა უწევთ, ამიტომ მწვანე კარკასის დროს მილებს სამშენებლო ალაგებს, შესაბამისად ფასსაც უმატებს.“ - აცხადებს გოგუაძე.

ლიკა ამირაშვილი