ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

2019 წლის 12 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 70 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ აუქციონში მონაწილეობა ხუთმა კომერციულმა ბანკმა მიიღო. მოთხოვნამ კი 135 630 000 ლარი შეადგინა. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.710 პროცენტით, მაქსიმალური 9.070 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.971 პროცენტით განისაზღვრა.