თბილისში სამარშრუტო ტაქსები შენარჩუნდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ბითაძემ აღნიშნა, არის ქუჩები, რომლებზეც გაბარიტებიდან გამომდინარე ავტობუსები ვერ იმოძრავებენ და ამიტომაც დედაქალაქში არსებობს საჭიროება, რომ მიკროავტობუსების მოძრაობა არ გაუქმდეს.
„მიკროავტობუსების კომპანია ძალიან კარგად გვეთანამშრომლება რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის მიკროავტობუსების გამოცვლასთან დაკავშირებითაც. ერთობლივად აუცილებლად გამოვცვლით ამ მიკროავტობუსებს, რადგან ისინი, როგორც „ბოგდანის“ ავტობუსები, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მათ არ უნდა იარონ ქალაქში. უახლოეს მომავალში ვაცნობებთ საზოგადოებას, რა რაოდენობა რა დროს ჩანაცვლდება. „სისტრამ“ უნდა გვითხრას მიკროავტობუსების რა რაოდენობა გვჭირდება. ვითვლით რა ზომის მიკროავტობუსები უნდა შემოვიდეს, რომელიც 16 ადამიანს იტევს თუ 19 ადამიანს. ცალსახაა, რომ გვჭირდება მიკროავტობუსები, რადგან გვაქვს ქუჩები, სადაც ვერ ივლიან 8-მეტრიანი ავტობუსებიც კი“, - განაცხადა ბითაძემ.
შეგახსენებთ, აქამდე არსებობდა ინფორმაცია, რომ თბილისში სამარშრუტო ტაქსები, შესაძლოა, გაუქმებულიყო.
ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.