Trade In! გადაცვალე ძველი ტექნიკა ახალში  - ელიტ ელექტრონიქსის ახალი წამოწყება

ელიტ ელექტრონიქსმა თავის მაღაზიათა ქსელში ინოვაციური პროექტი Trade-in დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავს მისცეს ადამიანებს საშუალება, ძველი ტექნიკა ჩაანაცვლონ - ახლით.

კამპანიის მიზანი მომხმარებლისთვის ყიდვის ახალი გამოცდილების შეთავაზებაა. ელიტ ელექტრონიქსი ზრუნავს ყველა მომხმარებელზე და აძლევს შანსს, შეიძინოს ახალი ტექნიკა ძველის ჩაბარების სანაცვლოდ.

Trade-in კამპანიის განსაკუთრებულობა მდგომარეობს მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ პროცესში. ამ აქციის ფარგლებში შესაძლებელია ყველა ძირითადი კატეგორიის მოძველებული ტექნიკის გადაცვლა.

თუ მაცივარი ისე კარგად ვეღარ აციებს, გაზქურასაც დაეკარგა პირვანდელი ცხობის ხალისი, სარეცხ მანქანას აღარ შესწევს წურვის უნარი, ტელევიზორიც ფერებს ურევს, კომპიუტერიც ვეღარ გაწევს დროის სიჩქარეს და მობილურიც სულ დატენვას გთხოვს, Trade In - გამოცვლის დროა! კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა სულ რამდენიმე ნაბიჯი:

  • მოიტანო და ჩააბარო მოძველებული ტექნიკა ელიტ ელექტრონიქსის უახლოეს მაღაზიაში. შესაძლებელია, სურვილის შემთხვევაში ყველა რეგიონის მასშტაბით გამოიძახო ელიტ სერვისი, რომლის წარმომადგენელი ადგილზე შეაფასებს ტექნიკის მდგომარეობას
  • ჩააბარო ნივთი და მიიღო სანაცვლოდ ვაუჩერი
  • შეარჩიო და შეიძინო ახალი ტექნიკა

კამპანია აერთიანებს ისეთი ბრენდების ტექნიკას, როგორებიცაა: Bosch, Gorenje, Samsung, Huawei, Sony, Apple, Hp, Acer. ამ კამპანიის ფარგლებში, მოხმარებელს შეუძლია ჩააბაროს და გადაცვალოს ძველი სმარტფონი, ტელევიზორი, ნოუთბუქი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, გაზქურა, მტვერსასრუტი და აუდიო ტექნიკა სრულიად ახალ იმავე ნივთში. მიღებული ვაუჩერის მაქსიმალური თანხა 3600 ლარამდეა, რომელიც გამოიყენება ახალი ნივთის შესაძენად.

პროექტის მიზანია უახლესი ტექნიკა გავხადოთ ხელმისაწყვდომი ყველა მყიდველისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ კონკრეტული კატეგორიის ტექნიკა, იცვლება მხოლოდ იმავეში, ანუ მაცივარი - მაცივარში, ტელევიზორი - ტელევიზორში და ა.შ.

დეტალებისთვის გადადით ბმულზე http://tradein.ee.ge/, შეაფასეთ თქვენი ტექნიკის წლოვანება და გამოთვალეთ თუ რა თანხა გეკუთვნით ახლის შესაძენად. ელიტ ელექტრონიქსი მუდმივად ზრუნავს თავის მომხმარებელზე და სხვადასხვა ინოვაციური პროექტების დანერგვით ცდილობს მათი ცხოვრება კომფორტული და თანამედროვე გახადოს.

(R)