საახალწლო განათებების მონტაჟთან დაკავშირებით, თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, დღეს 22:00 საათიდან, 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, პეკინის გამზირზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

თბილისის მერიის ცნობით, დღესვე, 23:00 საათიდან 13 ნოემბრის 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება ცოტნე დადიანის, სესილია თაყაიშვილის, გიორგი ლეონიძისა და ჯავახეთის ქუჩებზე.

„სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!“, - ნათქვამია ინფორმაციაში.