შეუკვეთე და მიიღე „ჩიკორის“ ჩირი სახლში

სატესტო რეჟიმის შემდეგ, „ქარელის ხილმა“ ჩირის სახლში მიტანის სერვისი მუდმივ მომსახურებაში ჩაუშვა.

გადაწყვეტილების მიზეზი მოსახლეობისგან მაღალი მოთხოვნა გახდა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ პერიოდში დაიხვეწა სისტემა, რამაც მიწოდების სერვისი უფრო მოქნილი გახადა.

იმისათვის, რომ „ჩიკორის“ პროდუქტი საგრძნობლად დაბალ ფასად და თანაც სახლიდან გაუსვლელად შეიძინოთ, უნდა დარეკოთ ნომერზე 599 991 419, ან შეკვეთა ჩიკორის „ფეისბუქ“ გვერდიდან გააკეთოთ. ჩირს კი კურიერი სასურველ მისამართზე უფასოდ მოგართმევთ. (უფასო მიტანის მომსახურება ვრცელდება მხოლოდ თბილისის მასშტაბით). ასორტიმენტში შეხვდებით - ქლიავის (კურკით ან კურკის გარეშე), ხურმის, გარგრის ჩირს, ვაშლის ჩიფსს, ქლიავის, გარგარის ან ლეღვის ჩირს შოკოლადში. ახლახანს დაემატა განსაკუთრებული ჯიშის ქიშმიშიც.

ადამიანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია ჯანსაღი პროდუქტის მიღება, რომელშიც წარმოების შედეგად მიღებულ საბოლოო პროდუქტში მინერალების და ვიტამინების 70-80% შენარჩუნებულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ბაზარზე ცოცხალი ხილის დიდი არჩევანი აღარაა. ჩირი ძალიან სასარგებლო ყოველდღიური საკვები დანამატია. ძალიან კარგია ბავშვებისთვის, არაჯანსაღი ხემსის ჩასანაცვლებლად და უბრალოდ მისართმევად, როგორც ჯანსაღი ნუგბარი.

„ჩიკორის“ ბრენდით ბაზარზე 12 სახეობის ჩირი იყიდება (ქლიავის, ხურმის, ვაშლის ჩიფსი და სხვ.), მათ შორის შოკოლადში ამოვლებული სახით. ჩიკორის მწარმოებელი კომპანია „ქარელის ხილი“ წარმოებისას იყენებს HACCP-ის, ISO-ს, USAID/REAP-ის სტანდარტებს. პროდუქცია ექსპორტზე გადის ჩეხეთში, ლიეტუვასა და ჰონკონგში.

„ქარელის ხილი“ საინვესტიციო კომპანია „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა 2019 წლიდან.