ინდოეთში სამეფო ოჯახი Airbnb-ზე სამეფო ქონებას აქირავებს (+ფოტო)

Airbnb-მ ინდოეთში, ჯაიპურში პირველი სამეფო ქონება წარადგინა. ჯაიპურის სამეფო ოჯახმა Airbnb -ზე განათავსა არნახული ორნამენტებით გაწყობილი 300 წლის სასახლის ოთახები, ღამეში $7,983-ად.

სასახლე 1727 წელს, მაჰარაჯა სავაი ჯან სინგ მეორის მიერ იყო აგებული, რომელიც ქალაქის დამაარსებელია. სასახლე ჯერ კიდევ ქალაქის სამეფო ოჯახის მფლობელობაშია. მას სხვადასხვა დროს ისეთი ადამიანები სტუმრობდნენ, როგორებიცაა პრინცესა დაიანა, ოფრა ვინფრი, ბილ კლინტონი და ჯეკი კენედი.

23 ნოემბრიდან სასახლის გარკვეული ნაწილი, რომელიც ადრე მხოლოდ სამეფო პირებისთვის იყო განკუთვნილი, ნებისმიერი მსურველისთვის ღია იქნება. სტუმრებს თავად მაჰარაჯა პადმანაბ სიბი, ჯაიპურის 21 წლის მონარქი უმასპინძლებს.

ავტორი: ნუკა კეკელია