ტესლა ევროპაში პირველ ქარხანას ბერლინში გახსნის

ტესლას აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ბერლინი იქნება პირველი ადგილი ევროპაში, სადაც კომპანია ქარხანას გახსნის. ელონ მასკის თქმით, კომპანია ასევე შექმნის საინჟინრო და დიზაინის ცენტრებს გერმანიის დედაქალაქში.

„ყველამ იცის არაჩვეულებრივი გერმანული ინჟინერიის შესახებ. ნაწილობრივ, სწორედ ამიტომ განვათავსებთ ჩვენს გეგაქარხანას გერმანიაში“,-განაცხადა ელონ მასკმა. მისივე თქმით, ქარხანა ბერლინის აეროპორტთან განთავსდება.

ცოტა ხნით ადრე, ტესლამ ევროპაში წარმოების დაწყება 2021 წლისთვის დააანონსა. „ბიბისის“ ინფორმაციით, კომპანია აქცენტს გერმანიაზე, ევროპაში ელეტრო მანქანებზე მოთხოვნის ზრდის ფონზე აკეთებს.

ავტორი: ნუკა კეკელია