Facebook-მა საკუთარი საგადამხდელო სერვისი აამოქმედა

კომპანია Facebook-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აამოქმედა საკუთარი ელექტრონული გადასახადების სისტემა Facebook Pay. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ Facebook Pay-ს, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, განახორციელონ გადახდები მოხერხებული, უსაფრთხო და სანდო მეთოდით Facebook-ში Messenger-ში, Instagram-სა და WhatsApp-ში", - ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ახალი სერვისი საშუალებას მისცემს მომხმარებელს შეინახოს ინფორმაცია აპლიკაციებში, რათა არ მოუწიოს მისი ხელმეორედ შევსება შემდგომი გამოყენებისას.

სერვისის ამოქმედება ამ კვირას მოხდება შტატებში Facebook-სა და Instagram-ში. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება თანხის შეგროვებისთვის, შესყიდვებისთვის და სათამაშო აპლიკაციებით სარგებლობისთვის, ასევე სხვადასხვა ღონისძიებებზე ბილეთების შესაძენად. კომპანია აღნიშნული სერვისის ამოქმედებას სამომავლოდ სხვა ქვეყნებში გეგმავს.

კოკა კვირკველია