აშშ-მა 13 ქვეყნის 22 იურიდიული პირი „შავ სიაში“ შეიყვანა

აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ მსოფლიოს 13 ქვეყნის 22 იურიდიული პირი „შავ სიაში“ შეიყვანა იმ მოტივით, რომ ისინი საფრთხეს უქმნიდნენ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. აღნიშნულის შესახებ განკარგულება შესაბამისი უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

„აშშ-ის ხელისუფლებამ დაადგინა, რომ ეს 22 იურიდიული პირი მოქმედებს ამერიკის ნაციონალური ინტერესებისა და საგარეო პოლიტიკის საწინააღმდეგოდ“,- აღნიშნულია განკარგულებაში.

ორგანიზაციებისადმი ამიერიდან ამოქმედდება ე.წ. ექსპერტული ლიცენზიების გაცემაზე პრეზუმპცია.

შეზღუდვები ამოქმედდა ბაჰრეინის, საფრანგეთის, ირანის, იორდანიის, ლიბანის, ომანის, პაკისტანის, საუდის არაბეთის, სენეგალის, სირიის, თურქეთის, გაერთიანებული არაბეთის საემიროებისა და გაერთიანებული სამეფოს ცალკეული კომპანიების წინააღმდეგ. ამასთან, დამატებით სამი ორგანიზაცია პაკისტანიდან, სინგაპურიდან და საემიროებიდან, რომლებიც მანამდე მოხვდნენ „შავ სიაში“, ახლა იქედან ამოირიცხნენ.

კოკა კვირკველია