აშშ-მ 36 ჩინური პროდუქცია საბაჟო ტარიფისგან გაათავისუფლა

აშშ-ის ხელისუფლებამ ჩინეთიდან იმპორტირებული 36 დასახელების პროდუქტზე საბაჟო ტარიფი გააუქმა. ამ საქონელზე ტარიფები 2018 წლიდან მოქმედებდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ამერიკის ფედერალურ რეესტრშია განთავსებული.

როგორც განკარგულებაში წერია, ამ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ იქნა მრავალი ფაქტორი. მათ შორის ის, რომ რამდენიმე პროდუქტი მხოლოდ ჩინელი მომწოდებლების მიერ ფიქსირდებოდა.

ტარიფისგან გათავისუფლება იმოქმედებს 2020 წლის 7 აგვისტომდე. ბაჟისგან გათავისუფლებულ პროდუქციას შორის მოხვდა რამდენიმე სახის იატაკის საფარი, რამდენიმე დასახელების ქსოვილი, ძაღლების საბმელები, ველოსიპედების სპიდომერები და სხვა. მათზე 10%-იანი საბაჟო ტარიფი 2018 წელს დაწესდა, ხოლო მიმდინარე წლის მაისში 25%-მდე გაიზარდა.

კოკა კვირკველია