ფინანსთა მინისტრი პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს წარადგენს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი პარლამენტში 2020 წლის ბიუჯეტის კანონპროექტს წარადგენს.

2020 წლის ბიუჯეტი 16 მილიარდ ლარს შეადგენს. როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2020 წლის ბიუჯეტით, განათლების დაფინანსება გასამმაგდა და 1.9 მილიარდ ლარს შეადგენს.

გარდა ამისა, მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2020 წელს 450 ათასი ბენეფიციარისთვის პენსია გახდება 240 ლარი, ჯამში კი 2.2 მილიარდი ლარი მიემართება საპენსიო ხარჯებზე.