2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა.
პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა, ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები სერტიფიცირებული პედაგოგებისათვის და მნიშვნელოვნად გაზარდა მოტივაცია პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის.
„მიმდინარე წლის ოქტომბერში 150 ლარით გაიზარდა მასწავლებელთა ხელფასები. 2020 წელს ასევე, 150 ლარიანი ზრდაა გათვალისწინებული სტატუსიანი მასწავლებლებისთვის. 100 ლარით გაიზრდება შრომის ანაზღაურება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულებისთვისაც. ჯამურად, 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება, რაზედაც დამატებით 140 მლნ ლარამდე დაიხარჯება“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.