2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვა თითქმის ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. მომდევნო წლის ბიუჯეტის განხილვას, რომელიც დეპუტატებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა წარუდგინა, 150 დეპუტატიდან 30-მდე დეპუტატი ესწრება.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი საკანონმდებლო ორგანოში პირველად 30 სექტემბერს შევიდა. საკომიტეტო განხილვების შემდეგ, ის მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დაუბრუნდა. ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი კი პარლამენტში ნოემბრის დასაწყისში შევიდა.
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პარლამენტმა დეკემბრის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.