საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, დღეს 23:00 საათიდან 14 ნოემბრის 07:00 საათამდე მოძრაობა ნავთლუღის, ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩებზე ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.