საბაჟოზე მარიხუანა აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტ "ვალეს" ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა თურქეთის მხრიდან შემოსულ თურქეთის მოქალაქე ბ.ა.-ს. ბარგის დათვალიერებისას ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი პრეპარატი DUACT (11 აბი) აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 16 გრამი მარიხუანა ჰქონდა დამალული საკუთარ ავტომობილში სომხეთის მოქალაქე ვ.ჰ.-ს, რომელიც საქართველოში სგპ "სადახლო-საავტომობილოს" ტერიტორიაზე შემოვიდა.

აღნიშნული საქმეები შემდგომი რეაგირებისთვის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამსახურს და შსს საპატრულო პოლიციას გადაეცა.