ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, რომ სახელმწიფო ვალის ისეთი დაბალი მაჩვენებელი ჰქონდეს, როგორიც საქართველოს აქვს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვისას განაცხადა.
ფინანსთა მინისტრი სახელმწიფო ვალის ნიშნულთან დაკავშირებით საგანგაშოს ვერაფერს ხედავს.
„ჩვენი ვალი დღეისათვის არის 45% მშპ-სთან მიმართებაში. იცით, რომ ბოლო პერიოდში 41%-დან 45%-მდე ნახტომი გამოიწვია ლარის კურსის ცვლილებამ, თუმცა ეს ყოველთვის ხდება, როდესაც ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება. ვალის ნიშნული არ არის საგანგაშო. სავალუტო ფონდის კლასიფიკაციით, ეს არის დაბალი რისკის მქონე ვალის ნიშნული. ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანა ისურვებდა, რომ ასეთი დაბალი მაჩვენებლი ჰქონდეს. აქ საგანგაშოს ვერაფერს ვხედავ,“ - განაცხადა მაჭავარიანმა.