ივანე მაჭავარიანი ბექა ნაცვლიშვილის კითხვაზე საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით - 300 ლარი, რასაკვირველია, არ არის მაღალი თანხა, მაგრამ 0 ლარი უფრო უარესია

300 ლარი, რასაკვირველია, არ არის მაღალი თანხა, მაგრამ 0 ლარი უფრო უარესია, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის შეკითხვას საარსებო მინიმუმთან დაკავშირებით.

ნაცვლიშვილმა მინისტრს ჰკითხა, მისი აზრით, რამდენად საკმარისია 300 ლარი არსებობისთვის. დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი 400 ლარის ოდენობით (ხელზე ასაღები) მინიმალური ხელფასის დაწესებას აუცილებლად მიიჩნევს.

„300 ლარი, რასაკვირველია, არ არის მაღალი თანხა, მაგრამ 0 ლარი უფრო უარესია. არასწორი მინიმალური ხელფასის დაწესება იწვევს ერთი მხრივ, უმუშევრობას, მეორე მხრივ ჩრდილში გადაყვანას. ამ ტიპის ინიციატივების ნაწილი, რომელიც კეთილი ზრახვებით არის ნაკარნახევი, საბოლოო მიზანს ვერ ემსახურება და ზოგ შემთხვევაში პირიქით ეფექტსაც ვიღებთ. ეს ძველი თემაა და ამაზე აღარ ვიდავოთ,“ - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.