Facebook-მა მიმდინარე წელს 5,4 მილიარდი ყალბი ანგარიში დახურა, თუმცა მილიონობით მსგავსი ანგარიში ისევ რჩება, - ამის შესახებ სოციალური მედიის გიგანტმა ოთხშაბათს განაცხადა. კომპანიის ინფორმაციით, მიუხედავად ტექნოლოგიური მიღწევებისა, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას დარეგისტრირებისთანავე ამოიცნოს ყალბი ანგარიშები, ამგვარი მომხმარებლების რაოდენობა მილიარდებს აღწევს.
СNN-ის ცნობით, მსგავსი ზომები გამოხატავს იმ მასშტაბებს, თუ როგორ ემზადება სოციალური ქსელების გიგანტი ამერიკის შეერთებული შტატების 2020 წლის არჩევნებისთვის და აღწერისთვის, რომელიც ქვეყანაში ამავე წელს უნდა ჩატარდეს.
ანალიტიკოსები და ექსპერტები საუბრობენ იმ საფრთხეებზე, რასაც სოციალურ მედიაში ე.წ. ფეიქ-ამბების გავრცელება იწვევს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყალბი ინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით 2016 წლის აშშ-ში არჩევნების შემდეგ გააქტიურდა. მაშინ სახელმწიფო დაზვერვის სამსახურებმა ღიად ისაუბრეს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ.