ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი ამოქმედდა

ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ახალი პაკეტი ამოქმედდა.

ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.

"ბიბისის" ცნობით, ევროკავშირის ახალ "შავ სიაში" 24 რუსი მაღალჩინოსანი და აღმოსავლეთ უკრაინაში მებრძოლი "ბოევიკების" ლიდერები მოხვდნენ. სანქციები მათი ანგარიშების გაყინვასა და სავიზო აკრძალვას ითვალისწინებს.

ახალი სანქციების სიაში მოხვდა ხუთი რუსული ბანკიც - "სბერბანკი", "ვითიბი", "გაზპრომბანკი", "ვნეშეკონომბანკი" და "როსსელხოზბანკი", ასევე ცხრა რუსული თავდაცვითი კონცერნი.

ევროკავშირის სანქციების "შავ სიაში" ამ დროისთვის სულ 119 რუსი მაღალჩინოსანია.