ამერიკული ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ მერსედესის მწარმოებელი კომპანია Daimler-ის კაპიტალიზაციას გადააჭარბა. ამის მთავარი მიზეზი კი კომპანიის მიერ გერმანიაში Gigafactory 4 ქარხნის გახსნის გადაწყვეტილება გახდა.
რთულია დღეს Tesla-ს ტრადიციული ავტომწარმოებელი კომპანია უწოდო იმის გამო, რომ ის ენერგეტიკის სფეროში ერთ-ერთი წამყვანია, მაგრამ მის შემოსავლებში მთავარი წილი, რა თქმა უნდა, ავტომობილების დივიზიონზე მოდის.
სხვათა შორის, საბაზრო კაპიტალიზაციის ზრდა კომპანიისთვის უცხო არაა, მას გასულ წელსაც გაეზარდა ფასი, მაგრამ ეს ზრდა ხანმოკლე აღმოჩნდა. სავარაუდოდ, ასე შეიძლება მოხდეს ამჯერადაც, თუმცა ფაქტია, რომ კომპანიის მხრიდან არსებულმა დადებითმა მოლოდინებმა მის აქციებზე პოზიტიური გავლენა იქონია და აქციებზე ფასი 2%-ით გაეზარდა 63,07 მილიარდ დოლარამდე, მაშინ როცა „მერსედესის“ მშობელი კომპანიის საბაზრო ღირებულება 62,78 მილიარდს შეადგენს.
საავტომობილო კომპანიების კაპიტალიზაციის მიხედვით, ამერიკული ბრენდი მესამე ადგილზეა „ტოიოტასა“ და „ფოლკსვაგენის“ შემდეგ.