Amazon-ი შტატებში სურსათის მაღაზიების ახალ ქსელს გახსნის

ინტერნეტ-რითეილერი Amazon.com 2020 წლიდან გეგმავს ამერიკის მასშტაბით სურსათის მაღაზიათა ახალი ქსელის გახსნას, რომელიც მისივე კუთვნილი Whole Foods და Amazon Go-სგან ცალკე მოქმედი იქნება. ახალი მაღაზიის ქსელის სახელწოდება ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ მასში ჩვეულებრივი სალაროები იქნება.

პირველი მაღაზია ამ ქსელიდან გაიხსნება ლოს-ანჯელესში, ვუდლენდ-ჰილზში და კომპანიამ აქაურობისთვის პერსონალის აყვანა უკვე დაიწყო.

ეს ბრენდი არ იქნება კავშირში მისი კომპანიის მიერ 2017 წელს შეძენილ Whole Foods-სთან, რომელიც 2017 წელს 13,7 მილიარდ დოლარად შეიძინა და რომელიც ნატურალურ პროდუქტებზეა ორიენტირებული.

როგორც ცნობილია, კომპანია ასევე ფლობს სუპერმარკეტების ინოვაციურ ქსელს Amazon Go, რომელსაც არ აქვს სალაროები. იქ მყიდველები პროდუქციას დისტანციურად სენსორებს შორის გავლით ყიდულობენ და თანხა მათი ამაზონის ანგარიშიდან ეჭრებათ.

ახალი სუპერმარკეტების გახსნა კი კომპანიას საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს ისეთ გიგანტებს როგორებიცაა Walmart Inc., Target Corp. და Kroger Co.

კოკა კვირკველია