ნიდერლანდები სიჩქარის ლიმიტის დაწევას აპირებს

ნიდერლანდებში ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის ფარგლებში ავტომობილებისთვის დასაშვები მაქსიმალური სიჩქარის ლიმიტის შემცირება იგეგმება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მარკ რუტის განცხადებით, ახალი რეგულაციის თანახმად დასაშვები მაქსიმუმი 100 კმ/სთ იქნება დღის განმავლობაში, რაც ამჟამინდელ 130 კმ/სთ-ზე ნაკლებია.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას ხელისუფლება ქვეყანაში ნიტროგენის გამონაბოლქვის შემცირების მიზნით ხსნის. ქვეყანაში ემისიების შემცირების მიზნით დაგეგმილია სხვა ზომების გატარებაც.

ცნობისათვის, ემისიების შემცირების მიზნით ევროკავშირის ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის დამატებითი რეგულაციები უკვე მოქმედებს ან იგეგმება ახლის დაწესება.

კოკა კვირკველია