კომპანიამ Apple წარადგინა ახალი ნოუთბუქი MacBook Pro, რომელსაც 16-დიუმიანი Retina დისპლეი და განახლებული კლავიატურა Magic Keyboard აქვს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, სიახლე 80%-ით უფრო სწრაფადაც მუშაობს. ის აღჭურვილია 8-ბირთვიანი პროცესორით, 64 გბ მეხსიერებით, ახალი თაობის 8 გბ-იანი გრაფიკული პროცესორით და გაგრილების მოწინავე სისტემით. ეს არის ყველაზე მძლავრი MacBook Pro ისტორიაში - აცხადებენ კომპანიაში.
რაც შეეხება ელემენტებს, ისინი გაძლიერებულია, ის ასევე აღჭურვილია 6 დინამიკით, პანელით Touch Bar, მთვლელით Touch ID, ტრეკპადით Force Touch და ჩიპით Apple T2 Security Chip. ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ მეცხრე თაობის პროცესორის შედეგად, ის ბევრად უფრო სწრაფია 15-იან MacBook Pro-სთან შედარებით, რომელსაც 4 ბირთვი აქვს.
აღნიშნულ მოდელზე დაყენებულია ახალი AMD Radeon Pro სერიით 5000M - პირველი მობილური დისკრეტული გრაფიკული პროცესორი პროფესიონალური დონის, რომელიც შექმნილია ტექნოლოგიით 7 ნმ. გარდა ამისა, მას აქვს 8გბ ვიდეომეხსიერების ბარათის ხმარდაჭერა GDDR6. მისი საცავის მოცულობა გაიზარდა 512 გბ და 1 ტბ-მდე სტანდარტულ კონფიგურაციებში. ამასთან, პირველად გახდა შესაძლებელი MacBook Pro-ზე დაყენდეს SSD 8 ტბ-ს მოცულობით.
MacBook Pro 16 უკვე ხელმისაწვდომია შეკვეთისთვის კომპანიის ვებგვერდზე.