რაზე და რამდენს ხარჯავენ ვიზიტორები საქართველოში

2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოში არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ ყველაზე მეტი ვიზიტი - 52.8 პროცენტი, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარაში, შესაბამისად, 1 399.2 ათასი და 1 128.9 ათასი ვიზიტი.

საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 4.8 ღამე შეადგინა, რაც 2018 წლის მე-3 კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (4.9 ღამე) 0.4 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 69.4 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2019 წლის მე-3 კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 3.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 4.1 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2018 წლის მე-3 კვარტალთან შედარებით 2.6 ლარით გაიზარდა და 1 181.7 ლარი შეადგინა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, საქართველოს არარეზიდენტი ვიზიტორების მიერ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯების განაწილებას კატეგორიების მიხედვით:

საკვები და სასმელი - 367.7 ლარი;

განთავსება - 290.3 ლარი;

საყიდლები - 244.5 ლარი;

გართობა - 168.5 ლარი;

ადგილობრივი ტრანსპორტი - 91.4;

სხვა ხარჯი - 19.2 ლარი.

თაია არდოტელი