მე-3 კვარტალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტორი რუსეთის ფედერაციიდან შემოვიდა - „საქსტატი“

2019 წლის მე-3 კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 413.8 ათასი ვიზიტორი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც მთლიანი ვიზიტორების 18.8 პროცენტს შეადგენს და წარმოადგენს 16.5 პროცენტიან კლებას 2018 წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ვიზიტების ყველაზე დიდი წილი (19.9 პროცენტი) აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რაც 10.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ვიზიტორების უმრავლესობა, 45.2 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 43.8 პროცენტს შეადგენდა.

„საქსტატის“ ცნობით, 2019 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.4 მილიონი შემოსვლა, რაც 4.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

თაია არდოტელი